logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი შეიყვანეს

25 აპრ 202011:54
3 წუთის საკითხავი
 

2 ინფიცირებული დაემატა ე.წ. თერჯოლის კლასტერს. პაციენტები უკვე გადაიყვანეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში.

სოფელ ღვანკითში მცხოვრებ ქალსა და კაცს კოვიდ-19 ლაბორატორიული კვლევით დაუდასტურდათ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საავადმყოფოდან გუშინ 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, კლინიკას დღეს კიდევ 1 პაციენტი დატოვებს. ამ დროისათვის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 23 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას. 


close დახურვა